წიგნები

რატი ბურდიაშვილი

ავტორები

რატი ბურდიაშვილი

წიგნის დასახელება

ცაავა გიორგი თომას-ძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი. არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.

დაიბადა საქართველოში, ქ. სოხუმში. დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი. დამთავრებული აქვს: 1964 წელს

სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა“: 1974 წელს საკავშირო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (მოსკოვი) სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით - „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა“, ხოლო 2000 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი (თბილისში) სპეციალობით - „წარმოების ეკონომიკა და მართვა“; 1982 წელს საკავშირო პოლიტექნიკური ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებით: 2003 წელს ვ. მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონალული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის დოქტორანტურა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებით.

შრომით საქმიანობას ეწეოდა: 1961 – 1964 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში - მუშად, შემდეგ კი 1964 – 1975 წლებში საპროექტო ბიუროში - ინჟინერ-დამპროექტებლად; 1975 – 1979 წლებში მუშაობდა საქართველოს პარტიის ცენტრალური კომიტეტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარტიის საოლქო კომიტეტში სამშენებლო და სამრეწველო განყოფილების - ინსტრუქტორად. 1979 – 2006 წლებში (27 წლის განმავლობაში) მუშაობდა აფხაზეთის საბანკო სისტემაში - მმართველის თანამდებობაზე - 1979 წლიდან საქართველოს „მშენბანკის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის „მშენბანკის“ რესპუბლიკურ სამმართველოში, რომელიც 1987 წელს გარდაიქმნა „მრეწვმშენბანკად“, 1992 წელს - „ინდუსტრიაბანკად“, 1996 წელს - „გაერთიანებულ ქართულ ბანკად“ და 2005 წელს „ვი-თი-ბი ჯორჯია ბანკად“.

ძირითად საქმიანობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: 1975 – 1985 წლებში სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში - მასწავლებელი; 1985 – 1990 წლებში საქარელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის სამშენებლო ფაკულტეტზე - მასწავლებელი: 1990 – 1996 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე - მასწავლებელი, 1996 – 2004 წლებში - დოცენტი, 2004 – 2006 წლებში - პროფესორ. 2006 წლიდან პედაგოგიური საქმიანობას ეწევა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და დღეს საქმიანობს ბიხნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტში, 2006 წლოდან - ასოცირებული პროფესორი, 2009 წლიდამ - პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია, 15 სახელმძღვანელო, 120 სამეცნიერო სტატია.

ავტორები
გიორგი ცაავა, ალექსანდრე სიჭინავა, გიორგი ხანთაძე

ავტორები
გიორგი ცაავა, ვლადიმერ ასათიანი

ავტორები
გიორგი ცაავა, რატი ბურდიაშვილი, ვალერი მოსიაშვილი

ავტორები
გიორგი ცაავა, რატი ბურდიაშვილი, ვალერი მოსიაშვილი, კონდრატ დიმიტრიშვილი, ვლადიმერ ასათიანი

მერაბ ვანიშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი ეკონომი-კური თეორიის, მაკროეკონომიკის, რეგიონალისტიკის, ფინანსებისა და აგრარული ეკონომიკის საკითხებზე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი მონოგრაფიული გამოკვლევები: „სა-ქართველოს სასურსათო უსაფრთხოების საშინაო და საგარეო ეკონომიკური ასპექტები - თეორია, მეთოდოლოგია, პრაქტიკა“ (2003), „ადგილობრივი თვითმმართველობის ფორ-მირებისა და განვითარების ეკონომიკური მექანიზმები საქართველოში“ (2013), „სასურსათო უსაფ-რთხოების მაკროეკონომიკური რეგულირება საქართველოში“ (2013); სახელმძღვანელოები: „საფინანსო-საბანკო სტატისტიკა“ (2004 და 2009), „მუნიციპალური საბიუჯეტო სისტემა და ფინანსური მენეჯ-მენტი“ (2005), „ფინანსები“ (2007), „ფინანსების თეორია ქართული პრაქტიკით“ (2009), „ეკონო-მიკის საფუძვლები: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა“ (2010), „სოციალური პოლიტიკა“ (2013), „სო-ციალური ეკონომიკა“ (2015) და „სოციალური სფეროს ეკონომიკა და მართვა“ (2015).

სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 1983 წელს და გაიარა გზა უმცროსი მეცნიერ მუშაკიდან (უფროსი მასწავლებლიდან) განყოფილების გამგის (პროფესორის) თანამდებობამდე. 1996-1997 წ.წ. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფასების, ფინანსებისა და საკრედიტო პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2000-2002 წ.წ. მუშაობდა მსოფლიო ბანკის „მუნი-ციპალურ პროგრამათა განხორციელების საკოორდინაციო ცენტრში“ ადგილობრივ ფინანსისტ-კონსულტანტად. 2001 წელს გაიარა სტაჟირება პოლონეთისა (ქ. ვარშავა) და საფრანგეთის (ქ. ანჟე) სახელმწიფო მოხელეთა გადამზადების პრესტიჟულ ცენტრებში. ამჟამად არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფა-კულტეტის ასოცირებული პროფესორი; „ფაზისის“ მეცნიერებათა აკა-დემიის ნამდვილი წევრი. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებსა და სემინარებში.

ავტორები
მერაბ ვანიშვილი, ნაზი ჭიკაიძე, ნინო ვანიშვილი

ავტორები
მერაბ ვანიშვილი, ირაკლი კაცაძე

ავტორები
მერაბ ვანიშვილი, თეა ხორგუაშვილი

წიგნის დასახელება

ავტორები
მერაბ ვანიშვილი, გიული გიგუაშვილი

ავტორები
მერაბ ვანიშვილი, გაგა ნიქაბაძე, დავით ხაჭაპურიძე

ავტორები
მერაბ ვანიშვილი, დათა ფარულავა

ავტორები
მერაბ ვანიშვილი, ნინო ვანიშვილი

წიგნის დასახელება

ავტორები
მერაბ ვანიშვილი, ვალერი მოსიაშვილი, მედეა ჭელიძე, ნინო ხიდირბეგიშვილი

წიგნის დასახელება