წიგნები

ავტორები წიგნის დასახელება
 საქართველოს ეროვნული ბანკი  საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა და მისი გამოყენების ინსტრუქცია
 რატი ბურდიაშვილი   ფინანსური აღრიცხვა ბანკში

ცაავა გიორგი თომას-ძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი. არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.

დაიბადა საქართველოში, ქ. სოხუმში. დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი. დამთავრებული აქვს: 1964 წელს
სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა“: 1974 წელს საკავშირო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (მოსკოვი) სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით - „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა“, ხოლო 2000 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი (თბილისში) სპეციალობით - „წარმოების ეკონომიკა და მართვა“; 1982 წელს საკავშირო პოლიტექნიკური ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებით: 2003 წელს ვ. მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონალული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის დოქტორანტურა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებით.

შრომით საქმიანობას ეწეოდა: 1961 – 1964 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში - მუშად, შემდეგ კი 1964 – 1975 წლებში საპროექტო ბიუროში - ინჟინერ-დამპროექტებლად; 1975 – 1979 წლებში მუშაობდა საქართველოს პარტიის ცენტრალური კომიტეტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარტიის საოლქო კომიტეტში სამშენებლო და სამრეწველო განყოფილების - ინსტრუქტორად. 1979 – 2006 წლებში (27 წლის განმავლობაში) მუშაობდა აფხაზეთის საბანკო სისტემაში - მმართველის თანამდებობაზე - 1979 წლიდან საქართველოს „მშენბანკის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის „მშენბანკის“ რესპუბლიკურ სამმართველოში, რომელიც 1987 წელს გარდაიქმნა „მრეწვმშენბანკად“, 1992 წელს - „ინდუსტრიაბანკად“, 1996 წელს - „გაერთიანებულ ქართულ ბანკად“ და 2005 წელს „ვი-თი-ბი ჯორჯია ბანკად“.

ძირითად საქმიანობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: 1975 – 1985 წლებში სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში - მასწავლებელი; 1985 – 1990 წლებში საქარელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის სამშენებლო ფაკულტეტზე - მასწავლებელი: 1990 – 1996 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე - მასწავლებელი, 1996 – 2004 წლებში - დოცენტი, 2004 – 2006 წლებში - პროფესორ. 2006 წლიდან პედაგოგიური საქმიანობას ეწევა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და დღეს საქმიანობს ბიხნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტში, 2006 წლოდან - ასოცირებული პროფესორი, 2009 წლიდამ - პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია, 15 სახელმძღვანელო, 120 სამეცნიერო სტატია.
ავტორები წიგნის დასახელება
 გიორგი ცაავა,გიორგი ხანთაძე  საბანკო საქმე (თეორია, მეთოდები და პრაქტიკა) - (თბილისი, 2014)
 ანტონ ინგოროყვა, გიორგი ცაავა  ფინანსური მენეჯმენტი თეორია, მეთოდები და პრაქტიკა ტომი I
 ანტონ ინგოროყვა, გიორგი ცაავა  ფინანსური მენეჯმენტი თეორია, მეთოდები და პრაქტიკა ტომი II
 გ.ცაავა, ა.სიჭინავა, გ.ხანთაძე  კორპორაციული ფინანსები (ეკონომიკის მდგრადი განვითარების სტრატეგია) სასწავლო-პრაქტიკული სახელმძღვანელო
 ცაავა გიორგი  ფინანსური ინჟინერია: ლექციების კურსი.
 გიორგი ცაავა, რატი ბურდიაშვილი, ვალერი მოსიაშვილი  ფული, ფულის მიმოქცევა და კრედიტი
 გიორგი ცაავა, გიორგი ხანთაძე  საბანკო მენეჯმენტი
 გიორგი ცაავა, შოთა გავაშელი, დავით ცაავა,რატი ბურდიაშვილი, ვალერი მოსიაშვილი  რისკოლოგია

მერაბ ვანიშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი ეკონომი-კური თეორიის, მაკროეკონომიკის, რეგიონალისტიკის, ფინანსებისა და აგრარული ეკონომიკის საკითხებზე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი მონოგრაფიული გამოკვლევები: „სა-ქართველოს სასურსათო უსაფრთხოების საშინაო და საგარეო ეკონომიკური ასპექტები - თეორია, მეთოდოლოგია, პრაქტიკა“ (2003), „ადგილობრივი თვითმმართველობის ფორ-მირებისა და განვითარების ეკონომიკური მექანიზმები საქართველოში“ (2013), „სასურსათო უსაფ-რთხოების მაკროეკონომიკური რეგულირება საქართველოში“ (2013); სახელმძღვანელოები: „საფინანსო-საბანკო სტატისტიკა“ (2004 და 2009), „მუნიციპალური საბიუჯეტო სისტემა და ფინანსური მენეჯ-მენტი“ (2005), „ფინანსები“ (2007), „ფინანსების თეორია ქართული პრაქტიკით“ (2009), „ეკონო-მიკის საფუძვლები: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა“ (2010), „სოციალური პოლიტიკა“ (2013), „სო-ციალური ეკონომიკა“ (2015) და „სოციალური სფეროს ეკონომიკა და მართვა“ (2015).

სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 1983 წელს და გაიარა გზა უმცროსი მეცნიერ მუშაკიდან (უფროსი მასწავლებლიდან) განყოფილების გამგის (პროფესორის) თანამდებობამდე. 1996-1997 წ.წ. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფასების, ფინანსებისა და საკრედიტო პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2000-2002 წ.წ. მუშაობდა მსოფლიო ბანკის „მუნი-ციპალურ პროგრამათა განხორციელების საკოორდინაციო ცენტრში“ ადგილობრივ ფინანსისტ-კონსულტანტად. 2001 წელს გაიარა სტაჟირება პოლონეთისა (ქ. ვარშავა) და საფრანგეთის (ქ. ანჟე) სახელმწიფო მოხელეთა გადამზადების პრესტიჟულ ცენტრებში. ამჟამად არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფა-კულტეტის ასოცირებული პროფესორი; „ფაზისის“ მეცნიერებათა აკა-დემიის ნამდვილი წევრი. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებსა და სემინარებში.

ავტორები   წიგნის დასახელება
მერაბ ვანიშვილი,ნაზი ჭიკაიძე,ნინო ვანიშვილი
  სოციალური ეკონომიკა, სახელმძღვანელო (თბილისი, გამომცემლობა "საზოგადოება ცოდნა”, 2015)
მერაბ ვანიშვილი,ირაკლი კაცაძე
  ფინანსები, სახელმძღვანელო (თბილისი, 2016)
მერაბ ვანიშვილი,თეა ხორგუაშვილი
  ფინანსები (გორი, 2015)
მერაბ ვანიშვილი,გიული გიგუაშვილი
  სოციალური პოლიტიკა /ლექციების კურსი/ (2013)
მერაბ ვანიშვილი,გაგა ნიქაბაძე,დავით ხაჭაპურიძე
  მენეჯერული ეკონომიკა, სახელმძღვანელო (თბილისი, 2015)
მერაბ ვანიშვილი,დათა ფარულავა
  ფინანსების საფუძვლები (თბილისი, 2015)
მერაბ ვანიშვილი,ბადრი გეჩბაია
  სოციალური სფეროს ეკონომიკა და მართვა, სახელმძღვანელო (თბილისი, გამომცემლობა "საზოგადოება ცოდნა”, 2015)


Comments